|
საქართველოს ლატარიის კომპანიამ შეწყვიტა ტოტოს გათამაშება! |
|
ძვირფასო მომხმარებელო,
გაცნობებთ, რომ 2011 წლის 19 დეკემბერს საქართველოს ლატარიის კომპანიამ შეწყვიტა ტოტოს გათამაშება.
ეროვნული ლატარიის თამაში ტოტოს ბოლო 69-ე გათამაშება გაიმართა 2011 წლის 17-18 დეკემბერს, რომელშიც გათამაშდა ჯეკპოტი 240 000 ლარის ოდენობით რაც გადანაწილდა 10 გამარჯვებულზე.
მოგებების გაცემა განხორციელდება თამაშის შეწყვეტიდან 60 დღის განმავლობაში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 2 649 649.
საქართველოს ლატარიის კომპანია გისურვებთ წარმატებას!
|
|
საქართველოს ფოსტა საქართველოს ლატარიის კომპანიის მენეჯმენტში შევიდა ! |
|
შპს “საქართველოს ლატარიის კომპანიის“ მართვაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილებით ახალი წევრი „საქართველოს ფოსტა“ შევიდა. მას „საქართველოს ლატარიის კომპნიის“ სამართავი პაკეტის წილი გადაეცემა. ამ გადაწყვეტილების მიზანია საქართველოს ფოსტა მომგებიან, წარმატებულ და ინვესტორებისათვის მიმზიდველ კომპანიად იქცეს, რისთვისაც იგეგმება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისებისა და მომსახურების შეთავაზება საზოგადოებისათვის.
საქართველოს ფოსტა მთელი ქვეყნის მასშტაბით ოპერირებს და აქვს ყველა შესაძლებლობა ეფექტური მენეჯმენტი განახორციელოს „საქართველოს ლატარიის კომპანიაში“ და ჩაერთოს ლატარიის ორგანიზებაში.
|
|
ლოტოში, მორიგი მეორე საპრიზო კატეგორიის გამარჯვებული გამოვლინდა !!! |
|
2011 წლის 28 ივნისს ლოტოს რიგით 151-ე გათამაშებაში გამოვლინდა მეორე საპრიზო კატეგორიის გამარჯვებული. ქალაქ ფოთში მცხოვრებმა ქალბატონმა მზია სიჭინავამ მოიგო პრიზი 24, 392 ლარის ოდენობით.
4 ივლისს, ლატარიის კომპნიიის სერვის ცენტრში, კომპნიის წარმომადგენლლებმა საზეიმო ვითარებაში გადასცეს ქალბატონ მზიას სიმბოლური ჩეკი და მიულოცეს წარმატება.
საქართველოს ლატარიის კომპანია ულოცავს ქალბატონ მზიას გამრჯვებას, თქვენ კი შეგახსენებთ რომ 5 ივლისისათვის ლოტოს ჯეკპოტი შეადგენს 1 650 000 ლარს .
|
|
ახალი მომგებიანი ბილეთი - მარწყვები |
|
საქართველოს ლატარიის კომპანია განაგრძობს მოსახლეობისათვის სიახლეების შეთავაზებას და წარმოგიდგენთ ახალ რიგით მე-17, მომგებიან ბილეთს - მარწყვები. აღნიშნული მომგებიანი ბილეთი მომხმარებელს სთავაზობს მხოლოდ და მხოლოდ 1 ლარად მოიგოს 1500 ლარამდე.
თამაშის თამაშის წესი ასეთია:
გადაფხიკეთ საფარი, თუ აღმოაჩენთ მარწყვის სიმბოლოს თქვენ მოიგებთ თანხას რომელიც წარწერა -„პრიზის“-ს საფარის ქვეშ იქნება მითითებული.
- * თუ თქვენ აღმოაჩენთ ორი მარწყვის სიმბოლოს, გაიორმაგებთ პრიზს.
- * თუ თქვენ აღმოაჩენთ სამი მარწყვის სიმბოლოს, გაისამგაბეთ პრიზს.
მომგებიანი ბილეთის - მარწყვების შეძენა შეგიძლიათ 31 მაისიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით.
|
|
საქართველოს ლატარიის კომპანიის მორიგი გამარჯვებული |
|
2011 წლის 29 აპრილს, ლოტოს რიგით 134-ე გათამაშებაში გამოვლინდა მეორე საპრიზო კატეგორიის გამარჯვებული, იზოლდა ქუჯოშვილი.
ქალბატონი იზოლდა ქუჯოშვილი კასპის მაცხოვრებელია, მას სამი შვილი და შვიდი შვილიშვილი ჰყავს. მისი მოგება შეადგენს 184 750 ლარს.
6 მაისს, საქართველოს ლატარიის კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ელი კეიდარმა საზეიმო ვითარებაში მიულოცა ქალბატონ იზოლდას წარმატება და გადასცა სიმბოლური ჩეკი. ქალბატონმა იზოლდამ გამარჯვება აღნიშნა საქართველოს ლატარიის კომპანიის სერვისცენტრში ოჯახის წევრებთან და კომპანიის თანამშრომლებთან ერთად.
საქართველოს ლატარიის კომპანია ულოცავს ქალბატონ იზოლდა ქუჯოშვილს მოგებას და მომავალშიც უსურვებს წარმატებებს მის მრავალრიცხოვან ოჯახთან ერთად.
|
|
კვლავ გათამაშდა ტოტოს ჯეკპოტი |
|
2011 წლის 10 აპრილს საქართველოს ლატარიის კომპანიის ტოტო რიგით 33-ე გათამაშებაში გამოვლინდა ჯეკპოტის გამარჯვებული და მოიგო 110 000 ლარი.
საქართველოს ლატარიის კომპანია ულოცავს გამარჯვებულს.
|
|
ახალი მომგებიანი ბილეთი - X&O |
|
საქართველოს ლატარიის კომპანია განაგრძობს მოსახლეობისთვის სიახლეების შეთავაზებას და წარმოგიდგენთ ახალ მომგებიან ბილეთს - X&O. აღნიშნული მომგებიანი ბილეთი მომხმარებელს სთავაზობს მხოლოდ და მხოლოდ 1 ლარად მოიგოს 2000 ლარამდე. თამაშის პრინციპი ეფუძნება ყველასათვის ნაცნობ და საყვარელ თამაშს X&O-ს რაც კიდევ უფრო სახალისოსა და გასართობს ხდის თამაშის პროცესს.
თამაშის წესი ასეთია:
• გადაფხიკეთ საფარი, თუ 3 ერთნაირი სიმბოლო განთავსებულია ჰორიზონტალურად, ვერტიკალურად ან დიაგონალურად მოიგეთ შესაბამისი პრიზი, რომელიც გამოსახულია სიმბოლოების მარჯვენა მხარეს.
მომგებიანი ბილეთის - X&O შეძენა შეგიძლიათ 5 აპრილიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით.
გამოიყენეთ მოგების შანსი! შეიძინეთ მომგებიანი ბილეთი - X&O მხოლოდ 1 ლარად და მოიგეთ 2000 ლარამდე!
|
|
ტოტოს ჯეკპოტი გათამაშდა !!! |
|
2011 წლის 27 მარტს საქართველოს ლატარიის კომპანიის ტოტოს რიგით 31-ე გათამაშებაში გამოვლინდა ჯეკპოტის გამარჯვებულები. 100 000 ლარი გადანაწილდა 3 გამარჯვებულზე. თითოეულ გამარჯვებულს ერგო 33 333 ლარი.
საქართველოს ლატარიის კომპანია ულოცავს გამარჯვებულებს!
|
|
მორიგი ტოტოს ჯეკპოტის გამარჯვებული |
|
2011 წლის 20 მარტს საქართველოს ლატარიის კომპანიის ტოტოს რიგით 30-ე გათამაშებაში გამოვლინდა ჯეკპოტის გამარჯვებული.
ქ-ბნ ირა არველაძე გახდა 270 000 ლარის მფლობელი.
22 მარტს. რადისონ ბლუ ივერიაში გაიმართა წვეულება ტოტოს ჯეკპოტის გამარჯვებულის პატივსაცემად, სადაც მას გადასცეს სიმბოლური ვაუჩერი და მიულოცეს გამარჯვება.
|
|
საქართველოს ლატარიის კომპანიის მეორე საპრიზო კატეგორიის მორიგი გამარჯვებული |
|
2011 წლის 15 თებერვალს ლოტოს რიგით 113-ე გათამაშებაში გამოვლინდა მეორე საპრიზო კატეგორიის გამარჯვებული, თამაზ პატარიძე . ბატონი თამაზ პატარიძის მოგება შეადგენს 121 642 ლარს.
17 თებერვალს, საქართველოს ლატარიის კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ელი კეიდარმა საზეიმო ვითარებაში გადასცა ჩეკი გამარჯვებულს და მიულოცა წარმატება. თამაზ პატარიძის გამარჯვება საქართველოს ლატარიის კომპანიამ ვაკის სერვის ცენტრში აღნიშნა.
საქართველოს ლატარიის კომპანია ულოცავს ბატონ თამაზ პატარიძეს გამარჯვებას.
|
|
|
<< დაწყება < წინა 1 2 3 შემდეგი > ბოლოს >>
|
|
გვერდი 1 (3-დან) |