სიახლეები
ახალი მომგებიანი ბილეთი - ჯოკერი
აღსანიშნავია, რომ ბილეთი „ჯოკერის" თამაშის პრინციპი ეფუძნება საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თამაშს „ჯოკერს". მომგებიანი ბილეთი „ჯოკერი" მომხმარებელს სთავაზობს სამი მოგების შანს.
იმისათვის რომ მოიგოთ:
• გადაფხიკეთ „შენი კარტი"-ს ქვეშ მოცემული საფარი, რის შემდეგაც გადაფხიკეთ ,,მოთამაშეების კარტი"-ს ქვეშ მოცემული 3 კარტის საფარი.
• თუ ,,შენი კარტი"-ს საფარის ქვეშ მითითებული კარტი მეტია დანარჩენ სამ ,, მოთამაშეების კარტზე", თქვენ მოიგეთ შესაბამისი პრიზი რომელიც კარტების გვერდით არის მითითებული.
• თუ ,,შენი კარტი"-ს საფარის ქვეშ იპოვით "ჯოკერს" თქვენს მიერ მოგებული თანხა გაორმაგდება შესაბამის მწკრივში.
• მოთამაშეს, ერთ ბილეთში 3-ჯერ მოგების შესაძლებლობა ეძლევა.
„ჯოკერი" რიგით მე-13 თამაშია და მისი შეძენა შეგიძლიათ 11 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით.
საქართველოს ლატარიის კომპანიის ლოტოს ჯეკპოტის მეორე მფლობელი გამოვლინდა
2011 წლის 14 იანვარს ლოტოს რიგით 104-ე გათამაშებაში გამოვლინდა 500 000 ლარი ჯეკპოტის მფლობელი. gaTamaSebamde erTi dRiT adre, zustad 09:30 wuTze daviT lominaZem SeiZina lotos bileTi swrafi gadaxdis terminalSi და მოიგო საქართველოს ლატარიის კომპანიის ჯეკპოტი 500 000 ლარის ოდენობით. ვულოცავთ daviTs გამარჯვებას და ვუსურვებთ რომ მომავალშიც აღენიშნოს გამარჯვება საქართველოს ლატარიის კომპანიასთან ერთად.
«საქართველოს ლატარიის კომპანიის» ახალი მომგებიანი ბილეთი შვიდიანი - 7-ჯერ მოგების შანსით
«საქართველოს ლატარიის კომპანია» წარმატებით აგრძელებს მოსახლეობისათვის სიახლეების შეთავაზებას და წარმოგიდგენთ ახალ მომგებიან ბილეთს - «შვიდიანი». ბილეთის ღირებულება 1 ლარია, ხოლო მაქსიმალური მოგებაა 1000 ლარი. საფარს ქვეშ უნდა იპოვოთ 7-იანი და მოიგებთ მის ქვეშ მითითებულ თანხას.
აღსანიშნავია, რომ ბილეთი «შვიდიანი» 2010 წლის ყველაზე პოპულარული თამაშია და სწორედ ამიტომ კომპანიამ მოსახლეობისთვის ეს ბილეთი ხელმეორედ დაბეჭდა; მასში თქვენ, უკვე მოგების 7 შანსი გეძლევათ.
«შვიდიანი» რიგით მე-12 თამაშია. მისი შეძენა 12 იანვრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით შეგიძლიათ.
აღსანიშნავია, რომ სწორედ მომგებიანი ბილეთი იყო ის პირველი პროდუქტი, რომლითაც «საქართველოს ლატარიის კომპანია» მოსახლეობის წინაშე 2009 წლის ოქტომბერში წარსდგა.
შეეჩვიეთ მოგებას!
«საქართველოს ლატარიის კომპანიის» პირველი სპეციალიზირებული გაყიდვის წერტილი
2010 წლის 28 დეკემბერს, ქალაქ ფოთში, «საქართველოს ლატარიის კომპანიამ» პირველი სპეციალიზირებული გაყიდვის წერტილი გახსნა.
«საქართველოს ლატარიის კომპანიასა» და პარტნიორ კომპანიებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, პარტნიორ კომპანიებს მიენიჭათ «საქართველოს ლატარიის კომპანიის» პროდუქციის რეალიზაციის უფლება. პირველი სპეციალიზირებული გაყიდვის წერტილი გაიხსნა საზეიმო ვითარებაში, რომელსაც საქართველოს ლატარიის წარმომადგენლები ესწრებოდენ.
აღსანიშნავია, რომ «საქართველოს ლატარიის კომპანიას» აქვს 4 სერვის—ცენტრი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
შეეჩვიე მოგებას!
ჯეკპოტის პირველი გამარჯვებული და 4 400 000 ლარის მფლობელი - ზამირა თორდინავა
«საქართველოს ლატარიის კომპანიას» ლოტოს ჯეკპოტის გამარჯვებული ჰყავს. 24 დეკემბერს, ლოტოს 98-ე გათამაშებაში, 21 საათსა და 56 წუთზე ის ძირითადი მეექვსე რიცხვი გამოვლინდა, რომელმაც ოჩამჩირედან დევნილი 44 წლის ზამირა თორდინავა მილიონერად აქცია. ქალბატონ ზამირას ლოტოს გათამაშების ერთი ბილეთი ჰქონდა შეძენილი და სწორედ იღბლიანი რიცხვებით: 01. 03. 08. 10. 25. 33 — 4 400 000 ლარი მოიგო. კავკასიის რეგიონში ეს თანხა პირველი არის, რომელიც ლოტოს გათამაშებაში ჯეკპოტის სახით გაიცა.
ქალბატონი ზამირა მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად თბილისში, საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს და მეტროსადგურთან ერთ-ერთ მაღაზიაში გამყიდველად მუშაობს. იგი სისტემატურად თამაშობდა ლოტოს. ჯეკპოტი მისთვის პირველი მსხვილი მოგებაა.
«საქართველოს ლატარიის კომპანიის» წარმომადგენლებმა 25 დეკემბერს, ბაგრატიონის დარბაზში, ზამირა თორდინავას ჯეკპოტის თანხის სიმბოლური ჩეკი გადასცეს.
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, მცხეთა—თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ ქალბატონ ზამირას და მის ოჯახს საპატრიარქოში უმასპინძლა და დალოცა ისინი.
,,ბევრი სიძნელე და ავად მოსაგონარი დღე მახსოვს, მაგრამ ღმერთმა ეს ყველაფერი ერთბაშად წაშალა და სრულიად ახალი ფურცელი გადაშალა ჩემს ცხოვრებაში. ახლა პირველი, რასაც გავაკეთებ, ეკლესიაში წავალ და თანხის ნაწილს შევწირავ. მე სასწაულს ვუწოდებ ამ გამარჯვებას. დიდი მადლობა ყველას!"
ამიერიდან ჩვენს ქვეყანას ახალი მილიონერი ზამირა თორდინავა ჰყავს. თანხა მას ანგარიშზე 29 დეკემბერს ჩაერიცხა.
ლოტოს გათამაშების მეორე საპრიზო კატეგორიის გამარჯვებული გამოვლინდა
2010 წლის 18 დეკემბერს ლოტოს რიგით 96-ე გათამაშებაში გამოვლინდა მეორე საპრიზო კატეგორიის გამარჯვებული. ბატონმა ლევან ტოგონიძემ 16 დეკემბერს მეტრო «დელისთან» ლოტოს გათამაშების ერთი ბილეთი შეიძინა, რომელმაც მოგება მოუტანა — 33 წლის ლევანმა 155 899 ლარი მოიგო. 20 დეკემბერს, საზეიმო ვითარებაში, საქართველოს ლატარიის კომპანიის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორმა გია ბარკალაიამ გამარჯვებულს სიმბოლური ჩეკი გადასცა და წარმატება მიულოცა. «საქართველოს ლატარიის კომპანია» ულოცავს ბატონ ლევანს გამარჯვებას.
“საქართველოს ლატარიის კომპანიის” ახალი მომგებიანი ბილეთი - იღბლიანი ლარი
“საქართველოს ლატარიის კომპანია” განაგრძობს მოსახლეობისათვის სიახლეების შეთავაზებას და წარმოგიდგენთ ახალ მომგებიან ბილეთს - იღბლიანი ლარი. იღბლიანი ლარის ღირებულება 1 ლარია, ხოლო მაქსიმალური მოგებაა 1000 ლარი.
თამაშის წესი ასეთია:
- საფარს ქვეშ აღმოაჩინეთ 1 ლარზე მეტი ღირებულების მონეტები და მოიგეთ შესაბამისი პრიზი;
- იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აღმოაჩენთ სიმბოლოს “2X” მაშინ თქვენ გააორმაგებთ მოგებას.
მომგებიანი ბილეთის - “იღბლიანი ლარის” შეძენა შეგიძლიათ 10 დეკემბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით.
შეეჩვიეთ მოგებას!
ტოტოს ჯეკპოტი - 390 000 ლარი გათამაშდა !
6 დეკემბერს «საქართველოს ლატარიის კომპანიის» ტოტოს გათამაშებაში პირველი საპრიზო კატეგორიის გამარჯვებული გამოვლინდა. გათამაშებამდე ერთი დღით ადრე, ზუსტად 14 საათსა და 11 წუთზე მამუკა არველაძემ იყიდა «ტოტო პლუსის» ბილეთი. მან ბილეთში შვიდი თამაში გადააზღვია, რის შედეგადაც ასოცდარვა კომბინაციის მფლობელი გახდა. ბატონმა მამუკამ ბილეთში 256 ლარი გადაიხადა და საქართველოს ლატარიის კომპანიის ტოტოს გათამაშების 390 000 ლარიანი ჯეკპოტი მოიგო. ვულოცავთ მამუკას გამარჯვებას და ვუსურვებთ, რომ მომავალშიც აღენიშნოს გამარჯვება «საქართველოს ლატარიის კომპანიასთან» ერთად.
«საქართველოს ლატარიის კომპანიის» ლოტოს გათამაშება კვირაში ორჯერ გაიმართება
«საქართველოს ლატარიის კომპანია» გაცნობებთ, რომ 2010 წლის თებერვლიდან ლოტოს სატელევიზიო გათამაშება კვირაში ორჯერ გაიმართება. აღნიშნული სიახლე განპირობებულია ლოტოს უაღრესი პოპულარობით და კომპანიამ შესაბამისად უპასუხა მომხმარებლის მოთხოვნას.
გათამაშება კვირაში ორჯერ ნიშნავს იმას, რომ ყოველ სამშაბათსა და პარასკევს მომხმარებელს საშუალება ექნება მოიგოს ჯეკპოტი და სხვა საპრიზო კატეგორიების შესაბამისად ათობით ათასი ლარი.
გაცნობებთ, რომ შეიცვალა გათამაშების დრო და ხანგრძლივობა. 5 თებერვლიდან გათამაშება გაიმართება ყოველ სამშაბათსა და პარასკევს
გადაცემის გაზრდილი ფორმატი საშუალებას მოგვცემს, რომ გათამაშება უფრო მეტად საინტერესო, სახალისო და გასართობი გავხადოთ. პირდაპირი ეთერის დროს მომგებიანი რიცხვების გამოვლენასთან ერთად, კომპანია სხვადასხვა საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას შესთავაზებს მაყურებელს.
შეგახსენებთ, რომ 2 თებერვალს ჯეკპოტის სახით
ჩაიფიქრეთ, ითამაშეთ, მოიგეთ!
«საქართველოს ლატარიის კომპანია» საქართველოს მოსახლეობას რევოლუციურ სიახლეს - «ლოტოს» თამაშს სთავაზობს
2009 წლის 21 დეკემბრიდან ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ შეიძინონ ლოტოს ბილეთები, შეარჩიონ 6 იღბლიანი რიცხვი 49 რიცხვიდან და მოიგონ ჯეკპოტი - 300 000 ლარი. ეს არის საერთაშორისო სტანდარტებისა და თამაშის პრინციპის მქონე პროექტი, რომელსაც «საქართველოს ლატარიის კომპანია» კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს შემოგთავაზებთ.
ლოტოს პირველი გათამაშება შედგება 29 დეკემბერს 20:55 საათზე, ტელეკომპანიების — "იმედი"—სა და "რუსთავი2"—ს პირდაპირ ეთერში, სადაც თქვენ შეძლებთ იხილოთ შედეგები.
ლოტოს ბილეთის ფასია 2 ლარი, რაც საწყის ეტაპზე მაქსიმალური პრიზის - ჯეკპოტის, 300 000 ლარის მოგების შესაძლებობას გაძლევთ. თუმცა, მაქსიმალური პრიზის გარდა, თითოეულ გათამაშებაზე იქნება სხვა საპრიზო კატეგორიები, რომლის საპრიზო ფონდი ჯეკპოტისგან დამოუკიდებლად განისაზღვრება და შესაბამისად, ათობით ათასი ლარის მოგებას გულისხმობს.
"თამაშის წესი საკმაოდ მარტივი და გასართობია. მომხმარებელმა უნდა აირჩიოს 6 რიცხვი 1-დან 49-ის ჩათვლით და შეიძინოს ბილეთი. ბილეთის შეძენაც მაქსიმალურად გამარტივებული წესითაა შესაძლებელი, ამისათვის კომპანია მომხმარებელს სთავაზობს შერჩევის ბარათებს, რომლებზეც გამოსახულია ცხრილები. შერჩევის ბარათების მიღება შესაძლებელია გაყიდვის წერტილებში.
ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა ჩვენი ჰონკონგური პარტნიორი კომპანიის, "იგეიმ სოლუშენზ«—ის «ნოუჰაუსა» და გამოცდილების გაზიარების საშუალებით. ჩვენ ვიყენებთ უაღრესად დახვეწილ მობილურ ტერმინალებს, რომლებიც გასცემენ ლოტოს ოფიციალურ ბილეთებს. შესაბამისად, სრულიად დაცულია თამაშის პრინციპებისა და წესების გამჭვირვალობა" - ბატონი ელენ ჩენგი, «საქართველოს ლატარიის კომპანიის» აღმასრულებელი დირექტორი.
6-რიცხვიანი კომბინაციის შერჩევა და ბილეთის შეძენა შესაძლებელია შერჩევის ბარათის გარეშეც ტერმინალის მეშვეობით. უბრალოდ აკრიფეთ თქვენთვის სასრუველი 6 რიცხვი და მიიღეთ ლოტოს ოფიციალური ბილეთი.
ლოტოში სულ 6 სხვადასხვა საპრიზო კატეგორიაა. ბილეთი მოგებულია, თუ გათამაშებულ რიცხვებს მომხმარებლის მიერ შერჩეული 6 რიცხვიდან მინიმუმ 4 დაემთხვევა. აქედან 3 ძირითადი, ხოლო 1 ბონუს რიცხვი შეიძლება იყოს. პირდაპირ ეთერში გათამაშებისას, ლოტოტრონის მიერ მოხდება 1-დან 49 რიცხვის ჩათვლით 7 გამარჯვებული რიცხვის გამოვლენა, რომელთაგან 6 არის ძირითადი და 1 დამატებითი, ბონუს რიცხვი.
ნებისმიერი მოთამაშე, რომელიც მის მიერ შერჩეული 6 რიცხვიდან ლოტოტრონის მიერ გათამაშებულ ექვსივე ძირითად რიცხვს დაამთხვევს, მოიგებს მაქსუმალურ პრიზს - ჯეკპოტს.
მოგებული თანხის მიღება შესაძლებელია «საქართველოს ლატარიის კომპანიის» სერვის—ცენტრებსა და «ლიბერთი ბანკის» ნებისმიერ ფილიალში.
პირველი და მეორე საპრიზო კატეგორიის თანხის მისაღებად უნდა მობრძანდეთ ჩვენს ცენტრალურ სერვის—ცენტრში, მის. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი 34.
გვერდი 2 (3-დან)
<< დაწყება < წინა 1 2 3 შემდეგი > ბოლოს >>


სიახლეები